პროექტის გეგმა
1. პროექტის სახელწოდება: მოიარე და მოუარე საქართველოს.
2.პროექტის მთავარი იდეა: სამშობლოს და ბუნების სიყვარულის ,გარემოს დაცვის ჩვევის ჩამოყალიბება.
3.პროექტის აქტუალობა: სამშობლოს სიყვარული და ბუნების დაცვა იყო, არის და ყოველთვის იქნება აქტუალური.
4.პროექტის მიზნები: პატრიოტული გრძნობების განვითარება და გაღრმავება,გარემოზე ზრუნვის უნარების განვითარება.
5. მონაწილეთა ასაკი: 10-11 წელი.
6.ვადები ხანგრძლივობა: 4.X -დან 30.XI-მდე.
7.მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები დაინტერესდებიან თავიაანთი ქვეყნის ისტორიით, კულტურული მემკვიდრეობით, უფრო მეტად შეუყვარდებათ და დაიცავენ ბუნებას, შეისწავლიან ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებს, მათ ტრადიციებს;
8.პროექტისათვის საჭირო რესურსები:
I .ეტაპი: ექსკურსია -კომპიუტერი, ინტერნეტი, ფორმატები, საქაღალდე, ციფრული ფოტოაპარატი, სალამური, ფანდური, დიდი ცელოფნის პარკები, ერთჯერადი ხელთათმანები, ავტობუსი.
II. ეტაპი:მოწვეული სტუმარი-კომპიუტერი,პროექტორი.
III. ეტაპი:გამწვანების აქცია: ხელთათმანები,ბარები, ნერგები, ტომრები.
IV.ეტაპი: საღამო სკოლაში-,, სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ“......ინტერნეტი, ქართველი მწერლების ნაწარმოებები, ისტორიის და გეოგრაფიის სახელმძღვანელოები.
V.შეჯამება.
9. პროექტის მსვლელობა:
ა). 4-5 ოქტომბერს დავგეგმეთ ექსკურსია და ყველა ბავშვს დაევალა კომპიუტერში მოეძია ინფორმაცია იმ ძეგლების შესახებ სადაც მივდიოდით, გაემეორებინათ ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფია და ნაწარმოებები, ესწავლათ ლექსები საქართველოზე და ბუნებაზე.
ბ).14 ოქტომბერს ექსკურსია, მცხეთის ჯვარი, ჩარგალში ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი; ჟინვალჰესი და ბოლოს ანანური. იქვე დასუფთავების აქცია ფშავის არაგვის ხეობაში.
გ)4 ნოემბერს მოწვეული სტუმარი- ფოტოხელოვანი და ბუნების დიდი მეგობარი- გოგა ჩანადირი.
დ) 20 ნოემბერს გამწვანების აქციაში მონაწილეობა.
ე) 30 ნოემბერი-სასკოლო ღონისძიება- მე მიყვარს ჩემი სამშობლო.
ვ). გაწეული მუშაობის შეჯამება.
10.საგნებთან კავშირი: ბუნება, ისტორია, გეოგრაფია, მუსიკა, ქართული ლიტერატურა, ხელოვნება, ICT.
11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ლია ბურდიაშვილი.
No comments:
Post a Comment