პროექტის გეგმა
1. პროექტის სახელწოდება: საქართველო-ვაზის ქვეყანა.
2. პროექტის მთავარი იდეა: გავაცნოთ ბავშვებს ვაზის კულტურა, ტრადიციული ქართული შემოდგომის დღესასწაული რთველი, გავეცნოთ ძველი ქართული ვაზის კულტურებს, გავიაროთ და შევისწავლოთ ყურძნის მარცვლიდან ჭიქაში ჩასხმამდე რა გარდაქმნას განიცდის ყურძნის წვენი, ქართული ტრადიციული და თანამედროვე ევროპული წესით დაყენებულ ღვინოებს შორის განსხვავება,ქვევრის, ძველი ქართული ტრადიციული ჭურჭლის უნიკალურობა, მისი დამზადების ტრადიციები და ტექნოლოგიები.
3.პროექტის აქტუალობა: საქართველო ვაზის და ღვინის სამშობლოა, ამიტომ თვითეული ქართველი უნდა იცნობდეს, პროექტში მონაწილეობას იღებენ XI კლასელები, განხილული თემა შეიძლება ბევრს დაეხმაროს სპეციალობის შერჩევაში.
4.პროექტის მიზნები: პატრიოტიზმის გრძნობის გაღვივება, კვლევის უნარების განვითარება, მასალის მოპოვების, დამუშავების და წარდგინების უნარების და ჩვევების ჩამოყალიბება და განმტკიცება.
5.მონაწილეთა ასაკი: 16-17 წელი.
6.ვადები/ხანგრძლივობა: 10 ოქტომბერი- 25 დეკემბერი.(10 კვირა).
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: საქაღალდე ვაზის კულტურაზე,რთველის ტრადიციაზე, ღვინოზე, ქვევრზე; (ნაშრომებით და ფოტოებით).
8.პროექტისათვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი;
9. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
ა) დავალებების განაწილება.
ბ) ექსკურსია რთველში.
3.ექსკურსია ღვინის ქარხანაში.
4.ექსკურსია კერამიკულ ქარხანაში.
5. კავშირი საგნებთან: ქიმია, ბიოლოგია, ისტორია, ეთნოგრაფია, გეოგრაფია;
6. პროექტის ხელმძღვანელი: ლია ბურდიაშვილი.
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: liaa.sulikashvili@gmail.com
No comments:
Post a Comment